,,მისი მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას”- მარიამ ჯიშკარიანი

დღეს რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულებაში ცენტრ “ემპათიას” სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, ყოფილი პრეზიდენტის მოსანახულებლად მივა.

მედიკოსები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალურად შესწავლას გეგმავენ, რის შემდეგაც შესაბამის დასკვნას მოამზადებენ.

“ემპათიის ექსპერტთა ჯგუფი გეგმავს ექსპერტიზას და შესაძლებელია, პირდაპირ მივიდეთ მეთორმეტე დაწესებულებაში და მოვითხოვოთ ექსპერტების დაშვება. მისი მდგომარეობა ამჟამად იმდენად მძიმეა, რომ საჭიროებს ინტენსიურ თერაპიას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია მისი მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება და არ არის გამორიცხული ლეტალური გამოსავალიც”, – აცხადებს “ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი.

მსგავსი თემები