,,მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა მდგომარეობაშია ქვეყანა და სად ვიმყოფებით”- რომან გოცირიძე

,,ევროკავშირის კითხვარის შინაარსთან დაკავშირებით მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა პირობებია შესასრულებელი, რა მდგომარეობაშია ქვეყანა და სად ვიმყოფებით,” – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კითხვარზე გაცემული პასუხები უნდა გასაჯაროვდეს.

„მოგვიწევს სერიოზული მუშაობა და პირველ რიგში ეს ეხება იმ გახმაურებულ საკითხებს, როგორიცაა სასამართლო რეფორმა, სამართლიანი არჩევნები, ადამიანის უფლებების დაცვა და ა.შ. რაც შეეხება კითხვარის შინაარსს, მთელმა ქვეყანამ უნდა იცოდეს, რა პირობებია შესასრულებელი, რა მდგომარეობაშია ქვეყანა და სად ვიმყოფებით“, – აღნიშნავს რომან გოცირიძე.

მსგავსი თემები