,,როცა სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანაზე ვსაუბრობდი, ამას არასერიოზულად მიიჩნევდნენ ” – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს არ შეურთდება.

თუმცა დეპუტატის განმარტებით,  „გირჩი“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს.

„ჩვენი მხარდაჭერა იქნება იმ შემთხვევაში, თუ როცა ჩვენ დაგვჭირდება, „ნაციონალური მოძრაობა” მხარს დაუჭერს ჩვენს კომისიასაც, რაზეც არ უნდა იყოს. თავის დროზე ამაზე თანხმობა გვქონდა. საპროტესტო აქციებს წარმატებას ვუსურვებ და მასში ჩვენს ადგილს ვერ ვხედავთ, თუ ამ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლას არ აპირებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ დაგვიანებული ფიქრი სჩვევია, მაგრამ საბოლოო ჯამში სულ სწორ გადაწყვეტილებამდე მიდიან. ბევრი ასეთი შემთხვევა იყო. ბოლო მიშას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ემთხვეოდა. თავის დროზე, როცა ამას ვამბობდი, არასერიოზულად მიაჩნდათ, ახლა კი, ამ მოთხოვნით ქუჩებს კეტავენ. შესაბამისად, მჯერა, რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლაც ასეთი იქნება – გვიან, მაგრამ ამ დასკვნამდე მივლენ“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები