,, ჩვენ შევიტანეთ კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში, ბერლინის კედელთან იმყოფებოდა. პრეზიდენტმა  იმედი გამოთქვა , რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას უმოკლეს ვადაში მოახერხებს.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბერლინის კედელი უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის და მოლდოველებისთვის არის ყველაზე დიდი მაგალითი იმისა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

„ბერლინის კედელი ჩვენთვის, ყველასთვის უკრაინელებისთვის, ქართველებისთვის, მოლდოველებისთვის  არის ყველაზე დიდი მაგალითი, რომ ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი თავდება. ბერლინის კედელიც დაინგრა, საბჭოთა კავშირიც დაინგრა და არაფერი არ არის შეუძლებელი. გუშინ შევიტანეთ ჩვენი კითხვარი ევროკავშირში, ხვალ გავხდებით ევროკავშირის წევრი და ეს არის ყველაზე დიდი იმედი, ამ ხალხმა ეს იმედი გაამართლა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები