,,მეგობარს, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი და რუსეთთან გარიგებას დააბრალებ, სულ მცირე რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას აფასებს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთი საქართველოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსული პროდუქციის მესამე ქვეყნებში რეექსპორტისთვის.

პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც პარტნიორს და მეგობარს რუსეთთან გარიგებას აბრალებ, მინიმუმ მტკიცებულება უნდა წარადგინო.

“სამწუხაროდ, ასეთმა არასერიოზულმა ბრალდებებმა ფასი დაუკარგა ასეთი სახის განცხადებებს. ვხედავთ, რომ უკვე ჯერადობამაც ჯერადობამაც იმატა ასეთი სახის განცხადებების და მას არც რაიმე შედეგი აქვს, იმ კუთხით, რომ სერიოზულად მოხდეს საზოგადოებაში თუ საექსპერტო წრეებში, მათ შორის რომ ოპოზიციაც კი ნაწილობრივ ხედავთ რომ უკვე ასეთ განცხადებებს არასერიოზულად აღიქვამს, როდესაც ხდება ბრალდებების წამოსროლა საქართველოს მიმართ ისე, რომ არანაირი მტკიცებულება არ არის. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე.

არ ვიცი, უკრაინის დაზვერვა როგორ მუშაობს, მაგრამ როცა იმ მეგობრის წინააღმდეგ წააყენებ მძიმე ბრალდებას, რომელიც გვერდში გიდგას პოლიტიკურად, ჰუმანიტარულად და ასევე იმ მეგობრის მიმართ, რომელსაც სამი ომი აქვს გამოვლილი და რუსეთთან გარიგებას დააბრალებ, სულ მცირე რაღაც მტკიცებულება უნდა წარადგინო”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები