რუსეთის აგრესიამ უკრაინაში 220 ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 220 ბავშვი დიღუპა, 406-ზე მეტი კი დაშავდა – აღნიშნული ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვისას დაზიანდა 1 584 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 118 მთლიანად განადგურებულია.

,,რუსეთის ჯარებმა ოდესაზე მორიგი სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაანგრიეს საერთაშორისო საცხოვრებელი, მოკლეს 14 წლის ბიჭი, 17 წლის გოგო კი დაჭრილია, რით დაემუქრნენ ეს ბავშვები რუსეთის სახელმწიფოს?! ლუგანსკის ოლქში, ლისიჩანსკში, 100 მეტი წლის წინ დაარსებული გიმნაზია, რუსული დაბომბვის გამო დაიწვა”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა კვლავ გრძელდება.

მსგავსი თემები