პოლიციამ ბორჯომში ქალის დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავა

პოლიციამ ბორჯომში ოჯახში ძალადობისა და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის 1 პირი დააკავა – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის და ოჯახური ძალადობის ბრალდებით 1975 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.კ. ბორჯომში დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, ბორჯომში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიდედრს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლე – 1985 წელს დაბადებულ ვ.ა.ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა.

 

ბორჯომში ქმარმა ცოლი დაჭრა

მსგავსი თემები