„ყველა ღონე უნდა იხმაროს მთელმა საზოგადოებამ, რამაც შეიძლება გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“- რომან გოცირიძე

მიხელ სააკაშვილის ოჯახის წევრები  ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, რომან გოცირიძის განაცხადებით, ყველა საშუალება იქნება გამოყენებული, მათ შორის დიპლომატიური კორპუსის მობილიზება, მათ შორის ქუჩის აქციები და ყველა ბერკეტი, რამაც შეიძლება გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე.

„ყველა ღონე უნდა იხმაროს მთელმა საზოგადოებამ, მთელმა ქვეყანამ, მათ შორის პოლიტიკურმა პარტიებმა. ყველა ხერხი იქნება გამოყენებული, დიპლომატიური კორპუსის მობილიზება, ასევე ძალიან მძაფრი ქუჩის აქციები და ყველა ბერკეტი, რამაც შეიძლება გადაარჩინოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მსგავსი თემები