ჯო ბაიდენი უკრაინაში ვიზიტს არ გეგმავს

თეთრი სახლის  სპიკერის  ჯენ ფსაკის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტი სიამოვნებით ეწვეოდა უკრაინას, თუმცა ოფიციალური ვიზიტი დაგეგმილი არ არის, – აღნიშნულ  ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

ჯენ ფსაკიმ აღნიშნა, რომ თეთრი სახლი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს აკვირდება. ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი, უკრაინაში შეერთებული შტატების საელჩოს გახსნა და ადგილზე ამერიკელი დიპლომატების ყოფნაა.

“მე ვიცი, რომ პრეზიდენტი სიამოვნებით ეწვეოდა უკრაინას, მაგრამ ამ დროისთვის გეგმები არ არის შემუშავებული.

თეთრი სახლი უკრაინაში სიტუაციის შეფასებას აგრძელებს და ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანია, უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ხელახლა გახსნა და ადგილზე ამერიკელი დიპლომატების ყოფნა,” – აღნიშნავს თეთრი სახლის სპიკერი ჯენ ფსაკი.

 

მსგავსი თემები