მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს განახლდება

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დღეს დილიდან უნდა განახლდეს. აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქის საბჭო ავრცელებს.

ევაკუაციის პროცესს გაეროსა და წითელი ჯვრის მისიები უზრუნველყოფენ . მარიუპოლის „აზოვსტალის“ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 1-ლ მაისს დაიწყო. რუსული ჯარის მიერ  ალყაშემორტყმული ქარხნიდან გამოყვანილი მოქალაქეები უკრაინის  კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაჰყავთ.

მსგავსი თემები