,,ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინელები  არ დათმობენ უკრაინის ტერიტორიის ნაწილს რუსეთის სასარგებლოდ, განსაკუთრებით, ათასობით სამხედროსა და მშვიდობიანი უკრაინელის დაღუპვის შემდეგ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა, აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

“უკრაინელები მზად არ არიან, დათმონ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის სასარგებლოდ, განსაკუთრებით, ათასობით სამხედროსა და მშვიდობიანი უკრაინელის დაღუპვის შემდეგ. უკრაინა მზადაა, აღადგინოს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.

საზღვრები ძალადობრივად იცვლება. ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ მზად ვართ რუსეთს დავუთმოთ ნაწილი, ეს ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი უბრალოდ ასე დაიღუპა. მაშინ რატომ დაიღუპნენ? და შემდეგ რუსეთი ამაზე არ გაჩერდება, თქვენ ეს უნდა იცოდეთ. ის ხომ ყირიმზე არ გაჩერებულა. ცოტა დასვენების საშუალება მივცეთ, სანამ 2-3 წელიწადში ახალ აგრესიას დაიწყებენ? ჩვენ ამაზე წასასვლელად მზად არ ვართ,” – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

მსგავსი თემები