ირაკლი კობახიძე საფრანგეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საფრანგეთში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებსი, ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა და საქართველოსა და საფრანგეთს შორისმჭიდრო ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური ურთიერთობები. მზარდია ეს კავშირები, ასევე,ურთიერთობები განათლებისა კულტურის სფეროში, თუმცა, ეს ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს. ჩვენი მიზანი, როგორც მოგეხსენებათ, არის ევროკავშირში ინტეგრაცია და ამ კუთხითაც თანამშრომლობა საქართველოსა და საფრანგეთს შორის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ასევე, აქტუალურია საფრანგეთის მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტის დაცვის კუთხით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით და ამ მიმართულებითაც გვაქვს დისკუსია ჩვენს ფრანგ კოლეგებთან“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, დიასპორასთან შეხვედრა საკმაოდ ემოციური იყო, პირველ რიგში იმით, რომ მისი წარმომადგენლები ჩვენი გამორჩეული წინაპრების შთამომავლები იყვნენ.

” დღევანდელი დღე ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო. ეს დღე შეგვახსენებს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ ჩვენსსახელმწიფოებრიობას, ეროვნულ თვითმყოფადობას და დღევანდელი დღე ამ კუთხით იყო ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადაპარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე პროცესებიც მიმოიხილა და ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა მნიშვნელოვანი იქნება ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავების მხრივ.

„საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, იმედი გვაქვს, რომ გადავალთ ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების შედარებით მშვიდ რელსებზე. გვაქვს უამრავი სირთულე, უამრავი გამოწვევა ყველა მიმართულებით. აქტიურ რეჟიმში მიდის ამაზე მუშაობა და რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა, საფრანგეთის მხარდაჭერა. ამ კუთხით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა დიასპორასაც შეუძლია. დიასპორის წარმომადგენლები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგვარი ელჩები შესაბამის ქვეყნებში. აქედან გამომდინარე, გვაქვს თქვენი დიდი იმედი, რომ თქვენს წვლილს შეიტანთ ჩვენი ინტერესებისსაერთაშორისო დონეზე გატანაში“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები