,,რატომ მოხდა პერსონალური ინფორმაციის გაჟღერება”- რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ექსპერტთა ჯგუფის წევრის მიერ მიხეილ სააკაშვილის პერსონალურ მონაცემების გასაჯაროებას ფაქტზე, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„საინტერესოა, რატომ მოხდა პერსონალური ინფორმაციის გაჟღერება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფის წევრისგან, მაშინ როდესაც პენიტენციურ სამსახურში გამოგზავნილ წერილში ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ დასკვნის ეს ნაწილი არ იყო საჯარო, თუმცა თავად ექსპერტთა ჯგუფისგან გახდა ეს ინფორმაცია საჯაროდ ცნობილი და ეს არის პერსონალური ხასიათის ინფორმაცია“, – განაცხადა მინისტრმა.

 

პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის პირადი მონაცემების გავრცელებას ედავება

მსგავსი თემები