მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

მარიუპოლის მერის  მრჩევლის პეტრო ანდრიუშენკოს ინფორმაციით, ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.

„ჩვენი ინფორმაციით, ავტობუსები მარიუპოლიდან გაემგზავრნენ. წინასწარი შეთანხმებით, ავტობუსები მოსახლეობას სოფელ მანგუშსა და ბერდიანსკში წაიყვანენ. ნებადართულია კოლონასთან საკუთარი ტრანსპორტით შეერთება. ვიმედოვნებთ, მარიუპოლის ათასობით მკვიდრი, რომელიც მარიუპოლიდან ზაპოროჟიესკენ მიმავალ გზაზეა ჩარჩენილი, დღეს გვიან ღამით ან ხვალ დილით ზაპოროჟიეში მოხვდებიან“, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გუშინ დაიწყო. მედიის ცნობით, ქარხანა „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან გასულ დღეს ასზე მეტი ადამიანის გამოყვანა მოხერხდა, რომელთა შორის ბავშვები, ქალები და მოხუცები იყვნენ.

მსგავსი თემები