,,800-მდე ვიზიტორი ჰყავდა, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას”- რატი ბრეგაძე სააკაშვილზე საუბრობს

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მინისტრის განმარტებით, იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სააკაშვილს სათანადო სამედიცინო დახმარებას არ უწევენ, მტკნარი სიცრუეა.

„მინდა საზოგადოებისთვის კარგად იყოს ცნობილი, რომ მას ამ პერიოდში 800-მდე ვიზიტორი ჰყავდა, რაც იმის ნათელი დასტურია, რომ არავის ვემალებით, არავის ვუმალავთ მის მდგომარეობას და, ბუნებრივია, მას ყოველდღიურ რეჟიმში აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შეხვდეს პირებს, ვისაც მისი მონახულების უფლება აქვთ“, – აღნიშნა მინისტრმა.

ბრეგაძის განცხადებით , პატიმარი უზრუნველყოფილია დღეში სამჯერადი კვებით, აქვს უფლება ციხის მაღაზიაში შეიძინოს საკვები და მიიღოს ამანათები. ასევე მან აღნიშნა, რომ სააკაშვილს მიეწოდება ყველა საჭირო მედიკამენტი, თუმცა ის შერჩევით არ იღებს მედიკამენტების გარკვეულ ჩამონათვალს.

მსგავსი თემები