საქართველო პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით გერმანიას ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს „ბელვიუს“ სასახლეში პირისპირ შეხვდება, – აღნიშნულ  ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შედგება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა, გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით.

ბერლინში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები გერმანულ მედიასთან.

მსგავსი თემები