მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმის განხილვას არ ესწრება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა მიმდინარეობს. 7 ნოემბრის საქმზე მიმდინარე პროცესს, თავად ბრალდებული არ ესწრება, მიზეზი კი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობაა.

ადვოკატ შოთა თუთბერიძის განცხადებით, დღევანდელი პროცესისთვის მნიშვნელოვანია გაუწევენ თუ არა ყოფილ პრეზიდენტს საჭირო სამედიცინო დახმარებას.

“ამჟამად ვიმყოფებით მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, თუმცა, დიახ, ჩვენ გვექნება რამდენიმე შუამდგომლობა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. დღევანდელი პროცესისთვის მნიშვნელოვანია არა ის, საზღვარგარეთ წაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს, არამედ ის, გაუწევენ თუ არა მას იმ სამედიცინო დახმარებას, რომელიც სჭირდება.

რაც შეეხება საზღვარგარეთ გაყვანას, ჩემი პირადი პოზიცია არის, რა აზრიც ჩამომიყალიბდა ექიმების დასკვნების წაკითხვის შემდეგ, რომ მისი პრობლემა შესაძლებელია მოითხოვდეს საზღვარგარეთ გაყვანას,” – განაცხადა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, საღამოს 6 საათზე ხელისუფლებისადმი მიხეილ სააკაშვილის ოჯახის ულტიმატუმი იწურება. ყოფილი პრეზიდენტის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე უარის შემთხვევაში, მისი ახლობლები საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

მსგავსი თემები