,,ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში,”-  აღნიშნული კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პრემიერის განცხადებით, ეკონომიკის ზრდის მიმართულებით, ქვეყანაში პოზიტიური დინამიკა შეიმჩნევა.

„იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში – 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა – 10.6% იყო, რაც ჯამში 14.4 გამოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. იზრდება როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე, ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ასე რომ მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები