„აზოვსტალის“ ქარხნიდან 46 ადამიანი გამოიყვანეს

რუსული მხარე „აზოვსტალისქარნიდან გამოყვანილ ადამიანებზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც რუსული თავდაცვა აცხადებს, ტერიტორიიდან გამოყვანილია 46 მშვიდობიანი მოქალაქე.​

“საერთო ჯამში 46-მა ადამიანმა, მარიუპოლში, “აზოვსტალის” ფოლადის ქარხნის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი შენობები დატოვა. ყველა მათგანი უზრუნველყოფილია  საკვებით, საცხოვრებლითა და სამედიცინო დახმარებით“ – განმარტავენ კრემლში.

უკრაინული მხარის ინფორმაციით კი, ქარხანაში დაახლოებით 1000 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება და ბევრი სიცოცხლესა და სიკვდილს  ზღვარზეა. ქარხანაში იმყოფებიან ბავშვებიც.

 

მსგავსი თემები