გველების შემოსევა სკოლაში

ქვეწარმავლების შემოტევის გამო, ნინოწმინდის სოფელ სამებაში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. ადგილზე სპეციალური ჯგუფი ჩავიდა, რომელიც გველების მომრავლების მიზეზს შეისწავლის და ასევე, შეეცდება, სკოლის პერიმეტრიდან მათი განდევნა მოხდეს.

სამების საშუალო სკოლა  ტბასთან ახლოს მდებარეობს. სკოლის მიმდებარე ტერიტორია სავსეა ძველი ინფრასტრუქტურის ნარჩენებით. გველებს საკლასო ოთახებში იმდენად ხშირად პოულობდნენ, სკოლის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, სასწავლო პროცესი შეეჩერებინა.

როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ტერიტორიას დაამუშავებენ ისეთი ნივთიერებებით, რომელიც გველებს ტერიტორიიდან განდევნის, თუმცა, ეს პროცესი რამდენად შენარჩუნდება, არავინ იცის.

მსგავსი თემები