დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი სხვა ქვეყნების დახმარებით სანქციებისგან გაქცევას ცდილობს

ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი – ეს ის ქვეყნების, რომელთა დახმარებითაც რუსეთ ცდლობს, მისთვის დაწესებულ სანქციებს თავი აარიდოს. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვა ავრცელებს. ინფორმაციაში საქართველოც ფიგურირებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაწესებული სანქციების შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ტექნოლოგიებსა და უცხოურ წარმოებაზე დამოკიდებული ინდუსტრიები. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ცნობით, მოსკოვი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ქვეყნებში (ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი) გეგმავს მოაწყოს იმ სპეციალური ნაწილების წარმოება.

მათივე ინფორმაციით, რუსეთი საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრების მიმართულებით რეექსპორტის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ექსპორტზე მესამე ქვეყნებში პროდუქციის გატანა იგეგმება ქართული, სომხური და აზერბაიჯანული პროდუქციის საფარქვეშ. უწყების ცნობით, სწორედ ამიტომ, ამ ქვეყნებში უკვე 200-ზე მეტი ახალი კომპანიაა დაფუძნებული.

 

მსგავსი თემები