ამერიკელი კონგრესმენი უკრაინაში ჩავიდა

ამერიკული დელეგაცია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ხელმძღვანელობით კიევში იმყოფება. დელეგაცია  ვოლოდიმირ ზელენსკის უკვე შეხვდა.  შეხვედრის კადრებს პრეზიდენტი სოციალურ ქსელებში ავრცელებს.

„შევხვდი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის კიევში. აშშ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლაში ძლიერი მხარდაჭერის ლიდერია. მადლობა, რომ გვეხმარებით ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში“, – აცხადებს წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის განმავლობაში ჩანიშნულია ერთობლივი ბრიფინგი.

 

მსგავსი თემები