„რუსეთი აღმოსავლეთში ჯარის შევსებას აგრძელებს და თავდასხმებისთვის ემზადება“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით,  რუსეთი აღმოსავლეთ მიმართულებით  ჯარის შევსებას აგრძელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ახალი თავდასხმებისთვის ემზადება. ზელენსკი რუს ჯარისკაცებს მიმართავს.

მან რუს ჯარისკაცებს მიმართა და განაცხადა, რომ მეთაურები მათ ატყუებენ და უკრაინაში გარდაუვალი სიკვდილისთვის აგზავნიან. მან რუს ჯარისკაცებს რუსეთის ტერიტორიაზე დარჩენისკენ მოუწოდა.

„თითოეულ რუს ჯარისკაცს ჯერ კიდევ შეუძლია, გადარჩეს. მათ შეუძლიათ, იცოცხლონ რუსეთში, ვიდრე დაიღუპონ ჩვენს მიწაზე. მათ ატყუებენ და ჩვენს ტერიტორიაზე სიკვდილისთვის გზავნიან. მოგიწოდებთ, დარჩით თქვენს ქვეყანაში“ –  განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის ინფორმაციით, უკრაინაში 23 ათასზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

 

მსგავსი თემები