უკრაინა ჩინეთს სთხოვს, უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთს მიმართავს, ნდობას და პატივისცემას უდასტურებს და სთხოვს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტორი ერთ-ერთი ქვეყანა გახდეს.

„უკრაინა სწავლობს უსაფრთხოების გარანტიების მიღების შესაძლებლობებს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნებისგან. მათ შორისაა ჩინეთი და სხვა მსხვილი სახელმწიფო. ჩვენი წინადადებაა, ჩინეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი – ეს ჩვენი პატივისცემისა და ნდობის გამომხატველი ნიშანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისადმი“, – აცხადებს დმიტრო კულება.

უკრაინას ასევე იმედი აქვს, რომ ჩინეთი რუსეთ-უკრაინის ომის განმუხტვაშიც აქტიურად ჩაერთვება და რუსეთს ომის შეწყვეტის წინადადებებით მიმართავს.

 

მსგავსი თემები