„აზოვის პოლკის“ მებრძოლის დედას ნაწამები და მოკლული შვილის ფოტო გაუგზავნეს

უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, რუსი სამხედროების ტყვეობაში აღმოჩენილი უკრაინელი ჯარისკაცები ნაწამები არიან.

ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, რუსებ,ა „აზოვის პოლკის“  მებრძოლის დედას ნაწამები და მოკლული შვილის ფოტო გაუგზავნეს.

„ერთ-ერთი მებრძოლი არაადამიანური წამების შემდეგ რაშისტებმა სასტიკად მოკლეს. ნამოქმედარის დამადასტურებელი ფოტო კი „აზოვის“ მებრძოლის დედას გაუგზავნეს. გარდაცვლილი მებრძოლის დედის თქმით, მისი შვილი რუსების ალყაში აღმოჩნდა და შემდეგ რუსი პროპაგანდისტების ვიდეოშიც ჩანდა“,- აცხადებს სახალხო დამცველი.

 

მსგავსი თემები