გიორგი ბეროზაშვილი მშობლების მოკვლას და სახლში ხანძრის გაჩენას აღიარებს

30 წლის გიორგი ბეროზაშვილი, რომელმაც მძინარე მშობლები ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლს ცეცხლი წაუკიდა, დანაშაულს აღიარებს.  როგორც მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის დაკავებამდე რუსთავში უბნის უფროს გამომძიებლად მუშაობდა.

„სრულად ვაღიარებ და ვეთანხმები ბრალდებას”, – განაცხადა ბეროზაშვილმა სასამართლოზე.

შეგახსენებთ, რომ ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსის მეთერთმეტე  ხანძარი 27 აპრილს გაჩნდა. სახლში შუა ხნის ცოლ-ქმარი ჩაიწვა. მოგვიანებით, სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ცოლ-ქმარს თავსი არეში ცეცხლსასროლი  იარაღით ჰქონდათ ნასროლი.

შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა ყაჩაღობის ინსცენირებაც მოახდინა, სახლიდან ფული და ოქროულობა გაიტანა და ავტოფარეხში დამალა, რომელიც მოგვიანებით ამოიღეს.

დაკავებულს 16 წლიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შვილმა მძინარე მშობლები მოკლა და სახლს ცეცხლი წაუკიდა

 

მსგავსი თემები