უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ გმირს, ალიკა ცაავას დღეს ზუგდიდში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. დილიდან დაღუპულ გმირს ახლობლები, მეგობრები და რიგითი მოქალაქეები ემშვიდობებიან.

ალიკა ცაავა ზაზა ბიწაძესთან ერთად 16 აპრილს, ქალაქ რუბეჟნოესთან ავტოავარიაში იმ დროს დაიღუპნენ, როდესაც დაღუპული არკადი კასრაძის ცხედრის გამოსვენებას ცდილობდნენ.  40 წლის ქართველი მეომარი „ქართველი პარტიზანების“ ჯგუფის წევრი იყო.

რუსეთის ომს უკრაინაში 10 ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.

მსგავსი თემები