,, ჩვენ შევძლებთ ჩვენი ჯარის კიდევ უფრო გაძლიერებას, მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენი ისტორია და დღევანდელობა, რომელიც გამოწვევებით იყო და არის აღსავსე, ჩვენგან მოითხოვს, კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელოთ ჩვენი ჯარის გაძლიერება, ჩვენი ჯარის ტრანსფორმაციის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის ბაზაზე, თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პარტნიორებს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს წევრ ქვეყნებს ქართული ჯარის გაძლიერების მხარდაჭერისთვის.

„დასახული გრძელვადიანი გეგმის მიხედვით ჩვენ შევძლებთ ჩვენი ჯარის კიდევ უფრო გაძლიერებას, მზადყოფნისა და თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას, მნიშვნელოვნად გაზრდას. დღევანდელ დღეს მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებს – აშშ-ს, ნატოს წევრ ქვეყნებს, ყველას, ვინც მხარს უჭერს, ეხმარება ჩვენი ჯარის გაძლიერებას.

დღეს, თავდაცვის ძალები ნდობის კუთხით, ეკლესიასთან არის ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტი საქართველოში. ეს რა თქმა უნდა თქვენი, თითოეული სამხედროს დამსახურებაა.  კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ერთგული სამსახურისთვის, გისურვებთ წარმატებას და გამარჯვებას ყველგან. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები