ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი გარდაიცვალა.

გარდაცვლილია ბატალიონ “კარპატსკი სიჩის” მებრძოლი, 46 წლის ვიტალი ორბელაძე, მეტსახელად “გრუზინი”. მებრძოლი რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, იზიუმში, 23 აპრილს მოკლეს.

ბატალიონის ინფორმაციით, ვიტალი ორბელაძე კიევში ცხოვრობდა. მას მეუღლე, 6 შვილი და 4 შვილიშვილი დარჩა.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკვე 10 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მსგავსი თემები