,,დავბერდი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალ ,,TIME-თან” ინტერვიუში ისაუბრა, თუ როგორ შეიცვალა ომის დაწყების შემდეგ.

„გონებრივად, მორალურად დავბერდი. მორალური თვალსაზრისით, აბსოლუტურად მტკიცე ვარ, თუმცა დავბერდი მთელი ამ სიბრძნისგან, რომელიც არასდროს მსურდა. ეს არის სიბრძნე, რომელიც უკავშირდება დაღუპული ადამიანების რაოდენობასა და რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილ წამებებს. მართალი გითხრათ, არასდროს მქონია ასეთი ცოდნის მიღწევის მიზანი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები