რუსეთი მათ ემუქრება, ვინც უკრაინას იარაღით ამარაგებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა უცხოეთიდან უკრაინაში, მათი სამიზნეა. ლავროვის განცხადებით, მათ ყველაფერი იციან, უკრაინაში ვინ რა შეიარაღებას გზავნის.

„საზღვარგარეთიდან კიევში იარაღის ნებისმიერი გადაზიდვა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს, რუსეთის ფედერაციისთვის ლეგიტიმური სამიზნეა, რადგან ეს იარაღი გადაეცემა რეჟიმს, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ომს აწარმოებს”, – განმარტავს   ლავროვი.

მან არც ის უარყო, რომ მოსკოვმა იარაღის მარშრუტის კარგად იცის.

„როგორც კი, ეს იარაღი უკრაინის ტერიტორიაზე აღწევს, ის  ჩვენი სპეცოპერაციის სამიზნე ხდება“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები