„რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს?“ – სააკაშვილი  

მიხეილ სააკაშილი მმართველი გუნდის დეპუტატების საპასუხოდ, რომ მას საქართველოში ომის გაჩაღება და მეორე ფრონტის გახსნა სურს, განცხადებას ავრცელებს. როგორც პატიმრობა მყოფი პრეზიდენტი აცხადებს, ეს უტიფარი ბრალდებებია.

„რა ომი შეიძლება მინდოდეს მე. თბილისში ცხოვრობენ ჩემი უსაყვარლესი შვილი ნიკუშა და ჩემი განსაკუთრებული ქალიშვილი ალისა. რას მეუბნებით, რომ მე ჩემი შვილების სიახლოვეს მინდა რუსული რაკეტა ჩამოვარდეს??? კარგი რა!… ყველანაირ უტიფრობასაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი“,- წერს სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები