,,სააკაშვილის ჯანმრთელობა არავის ადარდებს, მათ შორის, არც მის ახლობლებს”- გურამ მაჭარაშვილი

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მიხეილ         სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე არავინ დარდობს, მათ შორის, არც მისი ახლობლები.

ამასთან, დეპუტატის განცხადებით, პატიმრის ჯანმრთელობა უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების     მხრიდან.

„სააკაშვილი მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა ეს „ერთიან მოღალატეობრივ პარტიას“ სჭირდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევე, როგორც მისი უფლებები უზრუნველყოფილია შესაბამისი უწყებების მხრიდან. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა, სააკაშვილის ოჯახის წევრებსა და მის ახლობლებს მასზე ასეთი ძლიერი შთაგონება მაშინ მოეხდინათ, როცა ის დანაშაულებს სჩადიოდა და რისთვისაც ახლა სასჯელს იხდის. საზოგადოებას ყველაფერი კარგად ახსოვს. სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპია – არ უნდა დააშავო, თუ დააშავებ, მაშინ სასჯელი უნდა მოიხადო“, – აღნიშნა დეპუტატმა.

მსგავსი თემები