საფრთხილო ვირუსები, რომელიც ეპიდაფეთქებას იწვევს – იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავართან“

​იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე მოსახლეობას მიმართავს, სეზონის ცვლილებასთან ერთად, ვირუსის ცვლილებასაც მიაქციონ ყურადღება. როგორც იმუნოლოგმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, კორონავირუსიმა სხვა ვირუსების საფრთხე დაგვავიწყა, თუმცა, ეს სწორი მიდგომა არ არის.

„გაზაფხულის დადგომასთან ერთად, აქტიურდება სხვა ვირუსები, რასაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ. ეს ინფექციები, სამწუხაროდ, კორონავირუსის გამო საკმაოდ გადაგვავიწყდა. ეს ის ვირუსებია, რომელიც კორონავირუსის მსგავსად, რესპირატორული, ანუ, სასუნთქი გზებით  გადაეცემა. ხშირია ისეთი ინფექციები რომელიც კომბინციაშია კუჭ-ნაწლავის სისტემის ინფექციებთან. ეს ინფექციები განსაკუთრებით ხშირია ზაფხულის პერიოდში. ხშირად მიაწერენ, რომ ეს არის ენტეროვორუსები თუმცა, ეს ჯგუფი ენტეროვირუსებს არ მიეკუთვნება. საუბარია  ნოროვორუსზეი, როტავირუსზე,  ადენოვირუსებსა და ვირუსების მთელ ჯგუფზე,  რომელთა საფრთხეც სწორედ ახლა იზრდება. ეს ვირუსებიც წვეთოვანი გზით გადაეცემა. აღნიშნული ვირუსები ეპიდაფეთქებებსაც იწვევს, ამიტომ, განსაკუთრებით საფრთხილოა“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

იმუნოლოგის ინფორმაციით, აღნიშნულ ვირუსებს ახასიათებთ როგორც  რესპირატორული, ისე გასტროენტერალური სიმპტომები.

 

მსგავსი თემები