ვირუსით 148 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 24 593 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 148 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 280  პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  0.6%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 654 945-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 28 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 0.6%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.04% ხოლო 7 დღის მანძილზე – 0.94%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 280 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 636 800-მდე.

მსგავსი თემები