რუსი სამხედროები ხარკოვთან პოზიციების შენარჩუნებისთვის იბრძვიან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროების ძალისხმევა მიმართულია ქალაქ ხარკოვთან პოზიციების შენარჩუნებისკენ.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროები კვლავაც უხსნიან ცეცხლს უკრაინელების პოზიციებს სხვადასხვა მიმართულებიდან. მათივე ცნობით, იზიუმის მიმართულებით რუს სამხედროებს აქტიური შეტევა არ განუხორციელებიათ და ფოკუსირებულები იყვნენ დაზვერვაზე. დონეცკის მიმართულებით რუსეთის არმია ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ ისროდა, რათა არ დაეშვა უკრაინელი ჯარისკაცების გადაჯგუფება.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ ქალაქ მარიუპოლში, კერძოდ „აზოვსტალის“ ქარხანაში გამაგრებული უკრაინელი მებრძოლების ბლოკირებას. დროებით დაკავებულ ტერიტორიაზე რუსი სამხედროები უზღუდავენ მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას.

ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, რუსი სამხედროები ძარცვავენ გლეხებს. მათი ინფორმაციით, ქალაქ კამენკადან გატაცებულია 60 ტონა ხორბალი.

მსგავსი თემები