„არ მსურს ვინმეს მხილება“ –  პრეზიდენტი უკრაინის ელჩის გაწვევაზე

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა შიდა პოლიტიკური საკითხია. რაც შეეხება საქართველოს უკრაინასთან ურთიერთობას, ეს უნდა იყოს უფრო მეტად მჭიდრო და აქტიური.

„ეს არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან. არ მსურს ვინმეს მხილება“ – აცხადებს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი უკრაინასთან მეტად დაახლოებას უჭერს მხარს.

„უკრაინელებთან ურთიერთობა უნდა იყოს, რაც შეიძლება ახლო. ეს ვუთხარი უკრაინელ ლიდერებსაც, რომ ელჩის გაწვევა წყალს ასხამს რუსეთის წისქვილზე. არ მიყვარს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ცხადია, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, სააკაშვილთან დაახლოებულები. სააკაშვილი კი უკრაინაში იმყოფებოდა და მეგობრები ჰყავს, ის ცდილობს საქართველო და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას, რისი დროც ახლა, ჩემი აზრით, არ არის“, – ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები