„ჩვენ არ ვართ დაცული არც ევროკავშირის და არც ნატოს უსაფრთხოების გარანტიებით“ – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

„საქართველო ახლა უფრო მეტად უნდა ახსოვდეს ყველას, რადგან ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ვართ რუსეთის ფრონტის ხაზზე. ასევე,  ჩვენ არ ვართ დაცულები ევროკავშირის უსაფრთხოების სისტემით და არც, ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიებით“ – აცხადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი „ფორინ პოლისისთან.“

სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, თუ რუსეთი მოიგებს, ის უფრო აგრესიული გახდება.

„არსებული ვითარება უფრო მეტად დაუცველს გვხდის მოვლენების ორივე სცენარით განვითარების შემთხვევაში. თუ რუსეთის მოიგებს, უფრო ამბიციური გახდება, როგორც ახლა ჩანს. თუ რუსეთი ვერ მიაღწევს იმ გამარჯვებას, რომელიც სურს, მაშინ ისინი კომპენსაციის ძებნას დაიწყებენ. მე არ ვამბობ, რომ მოვლენები მაინცდამიანც ამ სცენარით განვითარდება, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველო უფრო ხშირად უნდა ახსენონ. ცხადია, პრიორიტეტი ახლა უკრაინაა და ასეც უნდა იყოს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. შეჯიბრებას არ ვაწყობთ. მაგრამ ამავე დროს საქართველო არ უნდა იყოს დავიწყებული, რადგან ეს შეიძლება იყო ძალიან არასწორი გზავნილი მოსკოვისთვის“, – აცხადებს პრეზიდენტი  ზურაბიშვილი.

 

მსგავსი თემები