ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ფინანსურ დახმარებას კონგრესს სთხოვს

დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარებისთვის, 8 მილიარდი დოლარი ეკონომიკურ დახმარებისთვის და 3 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვის – ეს სწორედ ის თანხაა, რასაც აშშ ფიქრობს, რომ უკრაინას უნდა დაეხმაროს.  ჯო ბაიდენმა კონგრესს მიმართა და სთხოვა, 5 თვის განმავლობაში ეს დახმარება უკრაინისთვის გამოიყოს.

პრეზიდენტის შეფასებით, უკრაინის გვერდში დგომა იაფი ნამდვილად არ არის, თუმცა, ეს შტატების მოვალეობაა.

„ჩვენ არ გვაქვს ფული. უკრაინის შესანარჩუნებლად, კონგრესს ვუგზავნი დამატებით საბიუჯეტო მოთხოვნას, რომ გავაგრძელოთ იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები