ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთმა კიევიდან უკან დაიხია, თუმცა, ის დაბრუნდება

აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესს მიმართავს, რომ უკრაინისთვის დახმარება გაძლიერდეს. პრეზიდენტმა კონკრეტული თანხაც კი დაასახელა – 33 მილიარდი დოლარი, რაც უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით სჭირდება.

პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიო ქვეყნების დახმარება უკრაინის მიმართულებით არ ნიშნავს რომ მსოფლიო და მათ შორის ამერიკა ებრძვის რუსეთს.

„აშშ არ უტევს რუსეთს, არამედ ის უკრაინას ეხმარება, რომ საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან დაიცვას. ისევე. როგორც პუტინმა არჩევანი გააკეთა ამ სასტიკი შეჭრის დასაწყებად, მას შეეძლო ასევე არჩევანი გაეკეთებინა და დაესრულებინა ომი. რუსეთი აგრესორია და მსოფლიო უნდა დააკისროს და დააკისრებს ამისთვის პასუხისმგებლობას”, – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენმა.

პრეზიდენტის შეფასებით, სწორედ დახმარების „შიშით“ ვერ შეაღწია რუსეთმა კიევში და უკან დაიხია, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის კიევზე იერიშს ხელახლა არ მიიტანს.

მსგავსი თემები