„პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ზედმეტად ხდებოდა, კლინიკური მართვა კი დაბალ დონეზე იყო“ – გიორგი კამკამიძე გაფლანგულ მილიონებზე

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ კლინიკები პაციენტების რაოდენობას ხელოვნურად ზრდიდნენ და გაფლანგულია მილიონები, იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა. როგორც კლინიკა „ნეო ლაბის“ დამფუძნებელი აცხადებს, საქართველოში კოვიდპაციენტების გარდაცვალებაც საკმაოდ მაღალი იყო.

„ცალმხრივი დამოკიდებულებაა, რომ ეს ზოგი კლინიკის გადაცდომაა. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო სისტემური პრობლემა პანდემიის არარაციონალური მართვის. პირველ რიგში, აქ პრობლემა იყო იმ კრიტერიუმების, რის მიხედვითაც გადაჰყავდათ პაციენტები კლინიკებში. სპეციალისტებმა არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ ეს კრიტერიუმები იყო ბუნდოვანი და სწორად არ იყოს ჩამოყალიბებული  როგორც ჰოსპიტალიზაციის, ისე გაწერის კრიტერიუმები. აღნიშნულმა  საკმაოდ დიდი პრობლემები შექმნა პაციენტების ნაკადის მართვის თვალსაზრისით“- განაცხადა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან“.

იმუნოლოგის შეფასებით, პრობლემის კლინიკებზე გადაბრალება და პასუხისმგებლობის ჩამოშორება ასევე არასწორია.

„ობიექტური რეალობაა და ვერ გავექცევით, რომ საქართველოში კოვიდპაციენტების სიკვდილიანობა იყო მაღალი. მეშვიდე ადგილზეა მთელ მსოფლიოში და ამის სხვა რგოლებზე გადაბრალება არასწორია. ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში გვქონდა პაციენტების ნაკადების მართვა. ზედმეტად ხდებოდა პაციენტების ჰოსპიტალიზაცია.  მინისტრმა, თანამდებობიდან წანსვლისს თქვა, რომ სწორედ ჰოსპიტალური ინფექციები იყო ადამიანების კორონავირუსით გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზები. ჩვენთან ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი იყო 30%-ზე მეტი, როცა უმრავლეს ყვეყანაში ეს იყო 15%-ზე ნაკლები“ – განაცხადა კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას გაფლანგულ მილიონებთან დაკავშირებით, კამკამიძე ამბობს, რომ ეს ცალმხრივი შეფასებაა.

„ის, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, გაფლანგულ თანხებზე, ეს იყო დანაშაული თუ ქაოსის შედეგი, ამას მე ვერ ვიტყვი. თუმცა, ფაქტია, რომ ზედმეტად ხდებოდა პაციენტების ჰოსპიტალიზაცია.  ვფიქრობ, პრობლემას უფრო სისტემურად უნდა მიდგომა და არა მხოლოდ ფინანასური დარღვევების ძებნა. პანდემიის ზოგადი, კლინიკური მართვა იყო ძალიან დაბალ დონეზე. არ შეიძლება პასუხისმგებლობა მხოლოდ საავადმყოფოებს და მათ ხელმძღვანელებს დაეკისროთ, რადგანაც ეს იყო სისტემური პრობლემა“ – აღნიშნა კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

„კლინიკებში პაციენტების რაოდენობას ხელოვნურად ზრდიდნენ“ – მინისტრს ეჭვი აქვს, რომ კორონავირუსისთვის გამოყოფილი თანხები გაიფლანგა

მსგავსი თემები