,,რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ მიმართვას ავრცელებს, რომელშიც რუსეთის მთავრობის მიზნებზე საუბრობს.

„თავისუფალ სამყაროში თითქმის არ დარჩენილა ადამიანი, რომელსაც არ ესმის, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მხოლოდ დასაწყისია. რუსეთის მთავრობის საბოლოო მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის ხელში ჩაგდება, არამედ მთელი ცენტრის, ევროპის აღმოსავლეთის დანაწევრება და დემოკრატიისთვის გლობალური დარტყმის მიყენება. ამიტომ, თავისუფალ სამყაროს აქვს თავდაცვის უფლება და ის კიდევ უფრო დაეხმარება უკრაინას“, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მსგავსი თემები