,,უკრაინის მძიმე იარაღით შევსების ტენდენცია, საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას”- დიმიტრი პესკოვი

,,უკრაინისა და სხვა ქვეყნების დასავლური იარაღით შევსება საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას,” – აღნიშნული განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

პესკოვის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები იწვევს არასტაბილურობას.

„თავისთავად, უკრაინის და სხვა ქვეყნების იარაღით, მათ შორის მძიმე იარაღით შევსების ტენდენცია – ეს ის ქმედებებია, რომლებიც საფრთხეს უქმნის კონტინენტის უსაფრთხოებას, იწვევს არასტაბილურობას“, – აღნიშნა პესკოვმა.

,,ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, მოლდოვამ და საქართველომ შეინარჩუნონ სუვერენიტეტი და თავისუფლება”- ლიზ ტრასი

მსგავსი თემები