,,ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს”- ნინო ლომჯარია

ნინო ლომჯარია გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადების, რომლის მიხედვითაც, სახალხო დამცველი არის იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია ომის პარტია. სახალხო დამცველის განცხადებით, თავისი საქმიანობით და მოვალეობის შესრულებით, ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.

„ხაზგასასმელია, რომ დღემდე ვერ მოვისმინეთ საპირწონე არგუმენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექსპერტების მიერ წარდგენილი დასკვნაზე.  ძირითადად, ვხედავთ პოლიტიკურ თავდასხმებს, აბსურდულ ბრალდებებს, მაგრამ არც ერთი კვალიფიციური, კომპეტენტური არგუმენტი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებდა გუშინ წარმოდგენილ ექსპერტულ შეფასებას, არ მოგვისმენია. ეს ნიშნავს, რომ ასეთი არგუმენტები არ არსებობს. ეს დასკვნა მათთვის არის თავის ტკივილი. პოლიტიკურად არ ვიცი რამდენად თავის ტკივილია, მაგრამ სამართლებრივად, საერთაშორისო სასამართლოებსა და საერთაშორისო არენაზე ამ დასკვნას გაითვალისწინებენ და ძლიერი აღიარება ექნება.

დღეს, კობახიძისგან მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები იყო გაკეთებული და ცოტა რთულია, ეს გამოვიყენოთ სამედიცინო არგუმენტაციებისა და დასკვნის საპირწონედ.  ალბათ, ეს თავდასხმები იმიტომ ხდება, რომ არ არსებობს კონტრარგუმენტები, რომელიც გააბათილებდა იმ დასკვნებს, რომელსაც სახალხო დამცველი აკეთებს”- აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, კონსილიუმის დასკვნის საფუძველზე ირკვევა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მკურნალობა არ იყო ეფექტური და შედეგიანი.

„მკურნალობამ არამარტო პრევენცია უნდა მოახდინოს დაავადების, არამედ განკურნებაც. ჩვენ დავინახეთ, რომ არათუ დასტაბილურდა მდგომარეობა, არამედ მკვეთრად გაუარესდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩატარებული მკურნალობა არ არის ეფექტიანი“, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

 

„ამ ადამიანს დაემართა პოსტ ტრამვული სტრესული აშლილობა, რომელიც ღრმავდება“ – ექიმი სააკაშვილზე

მსგავსი თემები