,,ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდით დგას და არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრას”- დენ მიუზერი

,,ჩვენ ვერ მივცემთ პუტინს უფლებას, დაიჯეროს, რომ შეუძლია საქართველოში მიბრუნება,” ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში პენსილვანიის შტატის წარმომადგენელმა, კონგრესმენმა დენ მიუზერმა, ,,საქართველოს მხარდამჭერი აქტის” მიღების დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც პუტინი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს, პუტინმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. უკრაინაში რუსეთის შემზარავი შეჭრა ამტკიცებს, რომ პუტინს არაფერი გააჩერებს შემზარავი გეგმების შესრულებისგან და ჩვენს მოკავშირეებს ახლა, როგორც არასდროს, ისე სჭირდებათ ჩვენი დახმარება. რუსეთისთვის მკაფიოდ ცხადი უნდა იყოს, რომ ამერიკელი ხალხი საქართველოს გვერდით დგას და არ შეეგუება საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრას. ჩვენ ვერ მივცემთ პუტინს უფლებას, დაიჯეროს, რომ მას შეუძლია საქართველოში მიბრუნება“, – აღნიშნა დენ მეუზერმა.

მსგავსი თემები