„წარმოვიდგინე, როგორ გარბიან ჩემი შვილიშვილები, ომი ბოროტებაა“ – ანტონიო გუტერეში   

გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში უკრაინაში იმყოფება. ის კიევთან ახლოს, განადგურებულ ბუჩასა და ბოროდიანკაში ჩავიდა და საკუთარი თვალით ნახა რუსეთის სისასტიკე.  გენერალური მდივანი უკრაინელ ჯარისკაცებს შეხვდა და მათგან მოისმინა რეალური ისტორია.

„ერთ-ერთ ამ განადგურებულ და გაშავებულ სახლში წარმოვიდგინე ჩემი ოჯახი. წარმოვიდგინე, როგორ გარბიან პანიკურად ჩემი შვილიშვილები. ომი აბსურდია 21-ე საუკუნეში, ომი ბოროტებაა. როდესაც ჩვენ ვუყურებთ მსგავს ვითარებას, ჩვენი გულები დაზარალებულებთანაა. მსურს, მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ომი მიუღებელია 21-ე საუკუნეში“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

გენერალურმა მდივანმა რუსების მიერ დახოცილი უკრაინელების საერთო სასაფლაოც ნახა.

„ამ საშინელი სურათის ფონზე,  ვგრძნობ, რამდენად მნიშვნელოვანია დეტალური გამოძიება და პასუხისმგებლობის დაკისრება. მოხარული ვარ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ხედავს აქ არსებულ ვითარებას, პროკურატურა უკვე აქ არის. როდესაც  ვსაუბრობთ ომის დანაშაულებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველაზე დიდი დანაშაული თავად ომია“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.

 

მსგავსი თემები