„სახალხო დამცველი „ომის პარტიის“ წარმომადგენელია“ – ირაკლი კობახიძე  

„თუ ვინმე ითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას რაიმე კუთხით, თუნდაც ე.წ. სამედიცინო მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გადაყვანას და ა.შ. – ყველას უნდა ერთადერთი რამ – ეს არის ომის გაჩაღება საქართველოში. სახალხო დამცველი არის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც ჰქვია „ომის პარტია“, შესაბამისად, ისიც არის ამ განზრახვის ნაწილი“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

მისი შეფასებით, ყველა, ვინც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს, ომის მხარდამჭერია.

რაც შეეხება „ომის პარტიას“ თავისი პოლიტიკური შემადგენლით და ე.წ. არაპოლიტიკური შემადგენლით, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველა არის მიუღებელი, რადგან ჩვენ გვაქვს ნათელი მიზანი.  ეს მიზანი არის ის, რომ ქვეყანას უნდა ავარიდოთ ომი და შესაბამისად, ვინც ამ მიზანს უპირისპირდება, ვისაც აქვს საპირისპირო მიზანი, რომ ქვეყანა ჩაითრიოს ომში, ჩვენთვის ყველა ერთნაირად მიუღებელია“ – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

მისივე შეფასებით, სააკაშილი საქართველოში იმიტომ ჩამოვიდა, რომ ვითარება აეჭრა.

„სააკაშვილი ჩამოვიდა პირველ რიგში იმისათვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია და ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო  ხელისუფლების გადატრიალება. ამ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან ერთად – გახარიასა და „ლელოსთან“ ერთად. ის უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით“  – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.

 

მსგავსი თემები