“პანდემიის დასრულება ვირუსის დასრულებას არ ნიშნავს” – გიორგი კამკამიძე “მედიაცენტრ მთავარში”

,,ჯერჯერობით, პანდემია არ არის გამოცხადებული დასრულებულად, თუმცა ყველა ნიშანი არის იმის, რომ შესაძლოა, მალე ოფიციალურად იქნას მიღებული ეს გადაწყვეტილება, რომ პანდემია დასრულდა”- აღნიშნული განცხადება იმუნოლოგმა, კლინიკა „ნიუ ლაბ-ის“ ხელმძღვანელმა გიორგი კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარში გააკეთა.

​იმუნოლოგის განცხადებით, პანდემიის დასრულების შემთხვევაშიც გააგრძელებს კორონავირუსი გავრცელებას და საბოლოოდ გრიპის ხასიათს მიიღებს.

,,ადრეც ბევრჯერ იქნა გაჟღერებული რომ პანდემიის დასრულება არ ნიშნავს ვირუსის დასრულებას. კორონავირუსი კვლავ დარჩება საზოგადოებაში და პერიოდულად გვექნება მასთან გამკლავების აუცილებლობა. ერთ-ერთი სცენარით ეს იქნება დაახლოებით ისეთი გავრცელების როგორიც გრიპი. ორივე – გრიპიც და კორონავირუსიც გადაიქცევა ისეთ საფრთხედ, რომელიც ყოველწლიურად გვექნება და აუცილებელი იქნება მასთან ბრძოლა. სავარაუდოდ, კორონავირუსის შემთხვევაშ უფრო იშვიათი სახეობის ვაქცინაცია დაგვჭირდება. ვაქცინაცია კი დამოკიდებულია ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულების შენარჩუნებაზე.  დროთა განმავლობაში გვეცოდინება, რა პერიოდულობით უნდა მოვახდინოთ მოსახლეობის ვაქცინაცია“ – განაცხადა გიორგი კამკამიძემ მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები