,,ყურადღებით უნდა ვიყოთ საქართველოსა და მოლდოვის მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან”- ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სენატის ასიგნებების კომიტეტში მოსმენისას საქართველოსა და მოლდოვის შესახებ ისაუბრა, სადაც სენატორებმა კითხვები დაუსვეს აღნიშნული ქვეყნების მიმართ რუსეთის შესაძლო აგრესიის შესახებ.

,,ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას საქართველოსა და მოლდოვის მოწყვლად მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენ მათთან ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს.

მე ვიმყოფებოდი მოლდოვაში რამდენიმე კვირის წინ. მოსახლეობის, ლტოლვილებისა და მიგრაციის საკითხებში ჩვენი მდივანი ასევე იმყოფებოდა იქ. ჩვენ გერმანიის კონფერენციის ეგიდით მოლდოვის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიონი დოლარის დახმარება გამოვყავით. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წინსვლა გვაქვს მოლდოვის, ისევე როგორც უკრაინის ევროპის უსაფრთხოების ქსელთან დაკავშირებაში, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაო ისევ რჩება. ჩვენ ასევე გვჭირდება, რომ გაერო-ს სააგენტოები მზად იყვნენ ლტოლვილების პოტენციურ დიდი ნაკადებისთვის მოლდოვაში. მათ უკვე მიიღეს მრავალი ადამიანი, ეს პატარა ქვეყანაა.

ასევე, არის საკითხები საქართველოსთან მიმართებით, რომელზე საუბარიც შემიძლია, თუმცა, თქვენ სწორი აქცენტი გააკეთეთ. ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ ამ ქვეყნების მიმართ, ისინი რისკის ქვეშ არიან. ჩვენ ვნახეთ გარკვეული შემთხვევები მოლდოვაში, დნესტრისპირეთში და ჩვენ ამ გარემოებასაც ძალიან დიდი ყურადღებით ვაკვირდებით“- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

მსგავსი თემები