„მოსამართლეთა სიას გარკვეული ჯგუფები ლობირებდნენ” – გიორგი ლომია

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ თავმჯდომარის გიორგი ლომიას განცხადებით, პატრიოტები, პარლამენტში წარმოდგენილ მოსამართლეთა სიას მხარს არასდროს დაუჭერენ.

მისივე შეფასებით, აღნიშნულ სიას პარლამენტში ლობისტები ჰყავს.

“ამ მოსამართლეების ცოდნასთან პრეტენზია არ მაქვს, ზოგადად მათ პრინციპებთან მაქვს კითხვები და პრეტენზიები. ვერ გეტყვით, რომ ზუსტად ვიცი ვინ იყო და ვინ ლობირებდა ამ სიას, მაგრამ აშკარა იყო, რომ ლობისტები ჰყავდა. მე ლობისტებს მოვიაზრებ უმრავლესობის გუნდიდან, მაგრამ ვის კონკრეტულად ვერ გიპასუხებთ, ” აღნიშნული განცხადება გიორგი ლომიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

მისივე შეფასებით, კანონში მოსამართლეთა დანიშვნის წესი გაწერილია, თუმცა, კრიტერიუმებ – არა: „აუცილებლია შემუშავდეს კრიტერიუმები, მოსამართლეების არჩევის პროცესი მხოლოდ იუსციტიის საბჭოსა და პარლამენტს არ უნდა ეხებოდეს. პროცესში ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი და ფართო სპექტრი და პროცესი ღია უნდა იყოს“.

მსგავსი თემები